ტერაქტის მომზადების საქმე - დაკავებულს ბრალი ვერ წარუდგინეს
თბილისში ებრაელი ბიზნესმენის ტერაქტის მომზადების საქმეზე პროკურატურა მტკიცებულებებს ეძებს. იციკ მოშეს მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულს ბრალი ჯერ ისევ ვერ წარუდგინეს. საგამოძიებო უწყება პაკისტანის მოქალაქეს მხოლოდ იარაღის ტარებას ედავება.
ამირ ხანი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მკვლელობის მომზადებას აღიარებს და დამკვეთებსაც ასახელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გახმაურებულ საქმეზე მორიგი პროცესია ჩანიშნული, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მტკიცებულების მოსაპოვებლად პროკურატურა გამოძიების ვადის გაგრძელებას მოითხოვს.
მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა საქმეზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობაში. დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავიუსფლებას მოითხოვს.