"თუ პოლიციას რამე არ ჰქონდა "ნამაიმუნარი" - მშობლების მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავის ხმაურიანი განცხადება

18.01.23 13:15
"თუ პოლიციას რამე არ ჰქონდა "ნამაიმუნარი" - მშობლების მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავის ხმაურიანი განცხადება

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი სკანდალურ განცხადებას აკეთებს -  როგორც გიორგი ბეროზაშვილმა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის წინაშე, საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მტკიცება, რომ მან დედა ლოგინში მოკლა და შემდეგ იატაკზე გადმოასვენა, სიცრუეა. 

ბეროზაშვილი ირწმუნება, რომ ლოგინში არც სისხლის კვალი და არც მისი დნმ არ არის აღმოჩენილი. 

ყოფილმა პოლიციელმა სამართალდამცავების წინააღმდეგაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციელებმა მის დას შემთხვევის გადაღების უფლება არ მისცეს. 

თუ არაფერი ჰქონდათ "ნამაიმუნარი", გადაღებაზე დაერთოთ ნება, ან თავად გადაეღოთ. რატომ გაჩნდა აგრესია პოლიციის მხრიდან ჩემსა და თამარ ბეროზაშვილს შორის და არა ნინო ბეროზაშვილის მიმართ?

ნერწყვის აღება მოხდა ქალაქის სამმართველოში, პოლიციელებს 5 საათი ჰქონდათ ნერწყვის მანიპულაცია მოეხდინათ ნებისმიერ ნივთზე, თან მანამდე მანქანის გასაღები პოლიციელებისთვის მიცემული მქონდა"- თქვა ბრალდებულმა.

მისი თქმით, ექსპერტიზამ მათ საცხოვრებელ სახლში ბენზინის კვალი აღმოაჩინა თუმცა ბეროზაშვილის მტკიცებით, საწვავუს კვალი არც მის ტანსაცმელზე და არც სხეულზე არ არის აღმოჩენილი. მისივე განცხადებით, დენთის კვალი არ არის მის ხელზე და არც სახეზე.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივად ფინანური საკითხის დასაცელებას, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადრნილი მკვლელობაში ბრალდებულმა თქვა, რომ მას "ლის განმავლობაში 100 000 ბრუნვა" ჰქონდა. მისივე თქმით, მამამისი მას ფულს უპრობლემოდ აძლევდა, ამიტომ მისი მხრიდან თანხის მოპარვა "აბსურდულია". 

მკვლელობის საქმეზე  ყოფილი პოლიციელის განაჩენი 23 იანვარს, 10:30 საათზე გამოცხადდება.

ცნობისთვის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი უმძიმესი ბრალდებით 9 თვის წინ დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, მან დედა-მამა ჯერ მოკლა, შემდგ კი კვალის დაფარავის მიზნით ცხედრების დაწვა სცადა.

საზარელ მკვლელობას დაკავებული თავდაპირველად აღიარებდა, თუმცა ჩვენება სასამართლო პროცესებზე შეცვალა.