ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმე - სამივე დაკავებული პატიმრობაში რჩება

18.01.23 13:57
ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმე - სამივე დაკავებული პატიმრობაში რჩება

ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმე - გამოძიება ჩიხში შევიდა. პაკისტანის მოქალაქის აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, შოთაძის უწყება სამი თვეა,  ამირ ხანს  მკვლელობის მცდელობის ან  მომზადების მიმართულებთ ბრალი ვერ წარუდგინა.

როგორც პროკურორმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, დაკავებულს ბრალი დაუმძიმონ.

ამირ ხანთან ერთად განსასჯელის კამზე ორი თარჯიმანი ზის -  ირანისა და საქართველოს მოქალაქეები. მათ პროკურატურა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, თუმცა სუს-ის ინფორმაციით, თარჯიმნები პაკისტანის მოქალაქეს იარაღის უკანონო მიწოდებაში ეხმარებოდათ, რომ შემდგომ  იციკ მოშე მოეკლათ.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით,  მაგრამ სამივე მათგანი პატიმრობაში დარჩა.

შემდეგი პროცესი თებერვლის ბოლოს ჩაინიშნა.