"ჩემი ერთადერთი თხოვნაა..." - რა უთხრა მოსამართლეს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულმა?
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმე - კომპანია „გრინსერვის პლუსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა ფურცხვანიძემ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლეს მიმართა და მასთან ერთად დაკავებული 8 პირის გათავისუფლება თხოვა.
ბატონო მოსამართლევ, მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ და ვერ შემიფარდებთ სხვა ღონისძიებას, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა, დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენნაირად არანაირი დანაშაული არ მიუძღვით, გთხოვთ შეუცვალეთ აღკვეთის ღონისძიება"- აღნიშნა ფურცხვანიძემ.
ამასთან მან ბრალდების მხარეს მიმართა და პროკურატურისგან მოითხოვა, რა ახალი გარემოებები გააჩნიათ.
კი არ გთხოვთ, მოვითხოვ, წარმოადგინოთ, რა ახალი გარემოებები გაგაჩნიათ. რამდენჯერმე ახსენეთ „მაღალი ძაბვა“, ხომ არ მეშლება? 220 და 380 ვოლტი არ არის მაღალი ძაბვა. 360 ვოლტი - ასეთი საერთოდ არ არსებობს. ვიმეორებ, მე მესმის, რომ არ გაქვთ სპეციფიკური ცოდნა, მაგრამ როდესაც ადამიანის პატიმრობას ითხოვთ, კეთილი ინებეთ და წაიკითხეთ და ისე გააკეთეთ განცხადებები, ძალიან გთხოვთ. თქვენ თუ გინდათ, რომ უბრალოდ მე ვიყო პატიმრობაში, მითხარით და ვიქნები პატიმრობაში.უბრალოდ, ვერ გავიგე დანარჩენი ადამიანები რა საფუძვლით უნდა იყვნენ პატიმრობაში?- დასძინა ბრალდებულმა.
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ყველა ბრალდებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა