პროცესები იქით მიდის, რომ უნდათ ჩემი შვილი მოკლან - სააკაშვილის დედას სასამართლოს იმედი არ აქვს

18.01.23 15:41
პროცესები იქით მიდის, რომ უნდათ ჩემი შვილი მოკლან - სააკაშვილის დედას სასამართლოს იმედი არ აქვს

მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმედ არის. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის პალატიდან გამოსულმა გიული ალასანიამ განაცხადა.

სააკაშვილის დედას სასამართლოს იმედი არ აქვს და ამბობს, რომ პროცესები იქითკენ მიდის, რომ მისი შვილი მოკლან. 

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლომდე საქმის მიტანას, გიული ალასანია ამბობს, რომ ამის შესახებ გეგმა არსებობს. 

„სუსტად არის ძალიან. სისტემა დაუყენეს. კალიუმი დაუყენეს, ჩვეულებრივი ამბავია ეს. სიცხეები, რა თქმა უნდა ისევ აქვს. პროცესებთან დაკავშირებით მოლოდინი მაინცდამაინც კარგი არ მაქვს. ჯერჯერობით პროცესები მიდის იქით, რომ მაინცდამაინც უნდათ, რომ მოკლან. ჩემი დაკვირვება ასეთია და რავიცი აბა. რაც შეეხება სტრასბურგს, შეიძლება მიმართონ, რაღაცა გეგმა არსებობს, უფრო ადვოკატებმა იციან. თჩითონ რა ვიცი, როგორ გუნებზე უნდა იყოს ადამაინი, რომელიც გადაყვა ამ ქვეყანას, ყველაფერი გააკეთა და ბოლოს მიიღო ეს, რაც მიიღო. როგორ უნდა იყოს განყობილი, წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილზე. როგორ შეიძლება იყოს ადამიანი, ჭკუათმყოფელი თუ არის კიდე“, - ამბობს ალასანია.