ივანიშვილის ახალი ცათამბრჯენი თბილისის ცენტრში - რას ამბობს დედაქალაქის მერი
თბილისის მერი ბიძინა ივანიშვილის ახალ ბიზნესპროექტს იცავს - კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად ხორციელდება, მსენებლობის პარალელურად ლაგუნა ვერესა და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე ძველი შენობა-ნაგებობები შენარჩუნდება.
ჯერ არის შემოსული გეგმარებითი დავალება, რა თქმა უნდა, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვებით. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, საზოგადოებისთვის ყველაფერი რომ ნათელი იყოს, რაც შეეხება ლაგუნა ვერეს ტერიტორიას, ბიძინა ივანიშვილის ფონდის გადაწყვეტილებით ეს სივრცე გადმოეცემა მუნიციპალიტეტს.
რაც შეეხება აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, მოხდება მისი განვითარება ისე, რომ არ მოხდეს არსებული შენობების დანგრევა, პროექტი ახლისა და ძველის შერწყმით განხორციელდება. - განაცხადა კახა კალაძემ.
ბიზინა ივანიშვილის ახალი ბიზნესპროექტი - ფონდი ,,ქართუ" ლაგუნა ვერეს გვერდით 65 სართულიანი ცათამბრჯენების აშენებას გეგმავს.
ოპოზიცია და ურბანული ექსპერტები აცხადებენ, რომ 150 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი და კომერციული ფართები თბილისის ცენტრალურ მოედანზე ისედაც პარალიზებულ მოძრაობას კიდევ უფრო დიდ საფრთეს შეუქმნის.