უწყვეტი პროტესტის მესამე დღე - ექიმები დაშინებასა და ზეწოლაზე საუბრობენ
უწყვეტი პროტესტის მესამე დღე - ექიმები და სასწრაფო დახმარების მძღოლები ხელფასების მატებას ითხოვენ.
უკვე მესამე დღეა, ათობით მედიკოსი გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობიდან არ გამოდის. შენობას მხოლოდ მაშინ ტოვებენ, თუ გამოძახებაა, თუმცა ესეც ჯერ-ჯერობით.
ათობით თეთრხალათიანი ამბობს, რომ თუ თითოეულ მათგანს ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ადამიანურ პირობებს არ შეუქმნის და ხელფასს მინიმუმ 10 პროცენტით არ მოუმატებს, იქნება პროტესტის უკიდურესი ფორმა. არ გამორიცხავენ გაფიცვას და შიმშილობასაც.
ექიმები ასევე მათი მისამართით განხორციელებულ დაშინებასა და ზეწოლაზე საუბრობენ.
"ჩვენთვის გაუსაძლისი პირობებია. არ შეიძლება 1100-1200 ლარად ოჯახი არჩინო. აქტიურად მიდის ადამიანების დაშინება და ზეწოლები. არა მარტო პირადად, აშინებენ ახლობლებით, რომ სამსახურებიდან გაათავისუფლებენ. ჩემს მიმათაც იყო მსგავსი ფაქტი და რა რეაქციაც მქონდა, უფრო მეტად გავამწვავებ ამ რეაქციას", - ამბობს ექიმი.