საქართველოს ისტორიაში დიდი ეპოქა დასრულდა - ქვეყანამ ბუბა კიკაბიძე უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილა
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ეპოქა დასრულდა. ეპოქა, რომელსაც ბუბა კიკაბიძე ქვია. დღეს ქართველი ლეგენდა უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ზღვა ხალხი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე. დღეს ბევრი იყო ცრემლიც, ღიმილიც და მქუხარე ტაშიც. საქართველო უკანასკნელ მეფაიტონეს დიდი სიყვარულით დაემშვიდობა. სიყვარულით, რომელიც ქართველმა ლეგენდამ 84 წლის განმავლობაში დააგროვა. ბუბა კიკაბიძე უყვარდათ და არა მხოლოდ საქართველოში.
"ქედს ვიხრი გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის წინაშე" - ეს ბუბა კიკაბიძის დიდი ხნის მეგობრის, ვოლოდიმერ ზელესნკის სიტყვებია. უკრაინის პრეზიდენტის სამძიმრის წერილი თბილისში უკრაინის კულტურის მინისტრმა ჩამოიტანა და ფილარმონიის სცენაზე წაიკითხა. ომში მყოფი ქვეყნის მინისტრისგან განსახვავებით, დღეს დუმდა საქართველოს კულტურის მინისტრი. წულუკიანი პანაშვიდზე გამოჩნდა, თუმცა ფილარმონია ისე დატოვა, რომ ქართველი ლეგენდის შესახებ არაფერი უთქვამს. პრეზიდენტმა კი საერთოდ ვერ მოიცალა. იმ დროს როდესაც საქართველო ბუბა კიკაბიძეს ემშვიდობებოდა, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე მდინარის პირას გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა.
როგორ გამოეთხოვა ქვეყანა ლეგენდას სახელად ბუბა - ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.