საგარეჯოში ისვრიან - დაჭრილია 6 ადამიანი

19.01.23 20:44
საგარეჯოში ისვრიან - დაჭრილია 6 ადამიანი

საგარეჯოში მომხდარი შეირაღებული თავდასხმის შედეგად, მინიმუმ 6 ადამიანია დაჭრილი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიემა.  დაჭრილებს გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ -  ამის შესახებ პირველებს ინფორმაცია საგარეჯოს კლინიკიდან მიაწოდეს, ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებაც, თუმცა ტვპირველის საინფრომაციო სამსახური დეტელბს ამ დროისთვის აზუსტებს. 

საგარეჯოში, მოხდარი შეირაღებული თავდასხმის შესახებ ინფრომაცია თავდაპირველად ექიმმა ლეილა იტიაშვილმა გაავრცელა. 

წარმოუდგენელი ტერორისტული აქტი ხდება საგარეჯოს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე.ერთ-ერთ კორპუსის ზედა სართულზე გამაგრებულია ტერორისტი,რომელიც რამოდენიმე საათია ავტომატური იარაღიდან ისვრის მიზანმიმართულად.მოკლულია 1 პოლიციელი.2 უმძიმეს მდგომარეობაშია.კორპუსის ეზოში 3 გვამი გდია,რომელიც ვერ გამოაქვთ,ადგილზე მისული სასწრაფოს მედპერსონალი ძლივს გადაურჩა სასიკვდილო სროლას.პოლიცია მობილიზირებულია ,მაგრამ ტერორისტის ლიკვიდაცია ამ წუთამდე ვერ მოხერხდა.მოჰყავთ ბევრი დაჭრილი.სამედიცინო პერსონალი შოკში ვართ, სროლის ხმა ყველა მხრიდან ისმის.პროგნოზის გაკეთება ძნელია. - წერს ოტიაშვილი