"ვისაც ხედავდა, ყველას ესროდა" - რას ყვებიან ადგილობრივები საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე
5 დაღუპული, 5 დაშავებული და 1 თვითმკვლელი - კახეთში გლოვაა. სპეცოპერაციის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ცნობილია, რომ გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელია, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრები, საიდანაც ნოდარ ათუაშვილი ისროდა. დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ერთის კი კრიტიკული. პროზექტურაში გადასვენებეული 6 გვამიდან ერთი თავდამსმელისაა.
საგარეჯოს ცენტრში ადგილობრივები მძიმე ღამის დეტალებს იხსნებენ. ყვებიან, როგორ ისროდა უმისამართოდ ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის ორივე აივნიდან.
მეუღლემ დაინახა დაჭრილი ადმაიანები... შმეოვიდა, იმიტომ, რომ აქეთაც ისროდა... ვისაც ხედავდა, ყველას ესროდა. სასწრაფოს მიმართულებითაც დაიწყო სროლა, - ამბოლბს თვითმხილველი.
კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, თავდამსხმელმა ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მიმართულებითაც ისროლა.
23:00 საათი იქნებოდა, სამსახურიდან დაღლილი მოვედი მოვედი, დავწექი და დავიძნე, სხვა არაფერი ვიცი. დილით დახოცილები დამხვდნენ, ჩემი დაზრდილი შილები არიან ეგენი, ჩემი გაზრდილები არიან სულყველანი. სასწრაფო მოვიდა და სასწრაფოს დააშინა ზევიდან... უმისამართოდ ისვრიდა, ხან იქიდან, ხან აქედან..., - ამბობს ადგილობრივი.
საზარელი შემთხვევა საგარეჯოში დაახლოებით დილის 03:00 საათზე მოხდა. ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საბოლოოდ კი, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.