ტრაგედია საგარეჯოში - საქმის ოქროს მოწმე, თვითმკვლელი სამხედროს შვილი გამოკითხვაზეა

20.01.23 11:17
ტრაგედია საგარეჯოში - საქმის ოქროს მოწმე, თვითმკვლელი სამხედროს შვილი გამოკითხვაზეა

ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება საქმის ოქროს მოწმე. თვითმკვლელი სამხედროს შვილი, რომელიც არსებული ინფორმაციით თავდასხმის მომენტში მასთან ერთად იმყოფებოდა.

ახალგაზრდა კაცს პოლიცია კითხავს. სწორედ მან იცის რა მოხდა და რატომ?

გამოკითვაზე არიან თავდამსხმელის ყოფილი ცოლი და კიდევ ერთი შვილი.  რაც შეეხება თავდამსხმელს, სავარაუდოდ 49 წლის ჯარისკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

ათუაშვილი თავდაცვის ძალებში წლები მსახურობდა. მისი მეზობლები ამბობენ, რომ ნოდარ ათუაშვილი საკუთარ ცოლზეც ძალადობდა. მათ კი ვინც პოლიციას იძახებდა იარაღით ემუქრებოდა. 

სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ყოფილმა სამხედრომ დანების ბიზნესი დაიწყო და ცივ იარაღს შავ ბაზარზე ყიდდა.