"3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 1-ის კრიტიკულად მძიმე" - საგარეჯოში დაშავებულების მკურნალი ექიმი
ცოტა ხნის წინ "პირველებთან" კომენტარი კლინიკა "ჯეო-ჰოსპიტლის" ექიმმა გააკეთა, რომელმაც საგარეჯოში დაჭრილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგოარეობის შესახებ ისაუბრა. ცნობილია, რომ 5 დაჭრილიდან 4 მკურნალობას სწორედ კლინიკა "ჯეო-ჰოსპიტალშ" გადის.
მედიკოსის თქმით, 4 პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო 1 ის კრიტიკულად მძიმე.
დღეს კლინიკაში 4 პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, რჩება ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე, რომელიც განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. კრიტიკულად მძმე პაციენტს დაზიანებები აქვს ცეცხლსასროლი ჭრილობები აქვს მუცლის ღრუში და ქვედა კიდურის მიდამოში, რომელსაც ცაუტარდა შესაბამისი ოპერაცია. დანარჩენი სამი ადამიანის მდგომარება სტაბილურია. კონტაქტურები და ადექვატურები არიან, - ამბობს კლინიკის ექიმი.
საზარელი შემთხვევა საგარეჯოში დაახლოებით დილის 03:00 საათზე მოხდა. ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ 5 კი დაშავდა. საბოლოოდ კი, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.