თვითმკვლელი სამხედროს დედა მონაზონია - ათუაშვილს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია გაწყვეტილი ჰქონდა

20.01.23 11:24
თვითმკვლელი სამხედროს დედა მონაზონია - ათუაშვილს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია გაწყვეტილი ჰქონდა

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედია - მეზობლების ინფორმაციით, ნოდარ ათუაშვილს ოჯახის წევრებთან ურთიერთობა შეწყვეტილი ჰქონდა.

როგორც ირკვევა, თვითმკვლელი სამხედრო კონფლიქტური პიროვნება იყო და ძმასთან, გარდაცვლილ მამასთან და დედასთან კომუნიკაცია არ ჰქონდა.

"პირველებმა" ასევე გაარკვია, რომ ათუაშვილის დედა ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად არის აღკვცილი. 

მისი მეზობლები ამბობენ, რომ ნოდარ ათუაშვილი საკუთარ ცოლზეც ფიზიკურად და ფისოქლოგიურად ძალადობდა. მათ კი ვინც პოლიციას იძახებდა იარაღით ემუქრებოდა. 

5 დაღუპული,  5 დაშავებული და 1 თვითმკვლელი - კახეთში გლოვაა.  სპეცოპერაციის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

საზარელი შემთხვევა საგარეჯოში დაახლოებით დილის 03:00 საათზე მოხდა.  ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საბოლოოდ კი, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

მსგავსი სიახლეები