შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით - კახა კალაძე

20.01.23 11:55
შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი  შემზარავი ტრაგედიით - კახა კალაძე

 კახა კალაძე  საგარეჯოში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ასევე, შს მინისტრს უსამძიმრებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში წერს.

შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი  შემზარავი ტრაგედიით.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს!
დაღუპულთა შორის არის  პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.  
მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს!
ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! - წერს კახა კალაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

საზარელი შემთხვევა საგარეჯოში დაახლოებით დილის 03:00 საათზე მოხდა.  ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საბოლოოდ კი, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.