დაპატიმრებამდე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელი იყო - თოიძე სასამართლოზე
ენტრ "ემპათიას" ნევროლოგი, ოთარ თოიძე სასამართლო სხდომაზე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებამდე ჯანმრთელი იყო.
"პირველი - დაპატიმრებამდე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელი იყო. მეორე - მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ნევროლოგიური სტატუსი და ზოგადად, ჯანმრთელობის მდგომარება უნდა შეფასდეს, როგორც მძიმე",- თქვა თოიძემ.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელი გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების პროცესზე ოთარ თოიძე ჩვენებას აძლევს.