ნოდარ ათუაშვილს საბრძოლო მასალა, სავარაუდოდ, სამხედრო ნაწილიდან ჰქონდა წამოღებული
საგარეჯოში მომხდარი ტრაგედია - არსებობს, ვარაუდი, რომ ნოდარ ათუაშვილს საბრძოლო მასალა, დიდი ალბათობით, სამხედრო ნაწილებიდან ჰქონდა წაღებული. "პირველები" მთელი დღეა ცდილობს, აღნიშნული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსთან გადაამოწმოს.
საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში კი გამოკითვების სერია გრძელდება. უკვე 10 საათზე მეტია გამომძიებლების კითხვებს თვითმკვლელი სამხედროს ოჯახის წევრები პასუხობენ. განყოფილებაშია საქმის ოქროს მოწმე 19 წლის ბიჭი, რომელმაც სროლის დაწყების შემდეგ თავს მამის სახლიდან გაქცევით უშველა. მასთან ერთად იმყოფება მისი დედა და დაც.
საგარეჯოს პოლიიცის განყოფილებაში ამ დრომდე რჩება ათობით ადამიანი საქმის ყველა პირდაპირი, ან ირიბი მოწმე, მათ გაიგეს სროლის ხმა და დაინახეს ცხედრებიც ეზოში, თუმცა მომხდარზე ვერავინ ვერაფერს ამბობს.