სროლა ქობულეთში - ტყვია საზოგადოებრივ ცენტრში შევარდა

20.01.23 13:19
სროლა ქობულეთში - ტყვია საზოგადოებრივ ცენტრში შევარდა

სროლა ქობულეთში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ტყვია საზოგადოებრივ ცენტრში შევარდა და შენობა დააზიანა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სროლას წინ უძღოდა ე.წ. ქუჩური გარჩევა.

"პირველების" ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მომხდარზე ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ფაქტზე გამოძიება 236ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლ-სასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.