სააკაშვილის პირადი ექიმი მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს
მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს.
როგორც ირკვევა, ნიკოლოზ ყიფშიძე დასაკითხი მოწმეთა სიაში იყო შეყვანილი, ამიტომაც პროცესზე დასწრების უფლება მას არ ჰქონდა.
ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ პროცესზე მოწმედ იყო დაბარებული.
თავად მიხეილ სააკაშვილი პროცესს არ ესწრება.
ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრ ,,ემპათიას" ექსპერტ ოთარ თოიძის დაკითხვა უკვე 2 საათია, მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები
11.08.26 11:28
ბიზნესმენის მკვლელობის საქმე - მოკლულის ოჯახი ეჭვობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია
მოკლული მალხაზ ბოკუჩავას ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ბრალდებული მალხაზ ბაგათელია იძულების წესით სასჯელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის, გაყალბებულია.