სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, ინსტიტუციები არ არსებობს - ოთარ თოიძე

20.01.23 14:29
სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, ინსტიტუციები არ არსებობს  - ოთარ თოიძე

სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, ინსტიტუციები არ არსებობს - ამის შესახებ ცენტრ ,,ემპათიას" ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ, მიხეილმ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ექსპერტს პენიტენციური სამსახურის ადვოკატმა, გელა ნიკოლაშვილმა, შეკითხვა დაუსვა, შესაძლებელია თუ არა სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა, რაზეც თოიძემ განაცხადა:

უნდა გავყოთ ერთმანეთისგან, რას ვმკურალობთ და რას ველით ამ მკურნალობისგან. თუ ჩვენ მკურნალობისგან ველით, რომ კიდევ 3-4 წელი პაციენტმა გაიაროს ფსიქორეაბილიტაციის, ან კოგნიტიური რეაბილიტაციის კურსი, ან მედიკამენტური კურსი, ასეთ შემთხვევაში ეს საქართველოში შეუძლებელია.

 ექიმმა კობიმ თქვა, სააკაშვილის შემთხვევაში  ოპერაცია იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც პოსტოპერაციული პერიოდი, რაც საქართველოში შეუძლებელია, რადგან ეს ითხოვს მთელ რიგ ინსტიტუციებს, კადრები უნდა გყავდეს, შესაძლებლობები გქონდეს, აპარატიული, დიაგნოსტიკური, უნდა გქონდეს სოციალური სამსახური, რაც არ არის. - განაცხადა ოთარ თოიძემ. 

სასამართლო პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესრება. ექსპერტ ოთარ თოიძის დაკითხვა 2 საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს.