"კაცის მოსაკლავად გამოვიდა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეხვდებოდა" - თვითმხილველი საგარეჯოს ტრაგედიაზე
საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას "პირველებთან" კიდევ ერთი თვითმხილველი იხსენებს. ადგილობრივის თქმით, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა მსხვერპლი, რადგან მოკლავდა ნებისმიერს, ვინც შეხვდებოდა.
ხმა იყო. მეთქი, ეს რაღაცა საახალწლოს არ ჰგავს... პირდაპირ ჩანს, „იოლის“ რაღაც მონაკვეთი, იქიდან, სიმართლე გითხრათ, სროლის ხმა იმ მომენტში არ გამიგია, მაგრამ გავიგე შემაძრწუნებელი ხმები: „ჩქარა, ბიჭო, მოგვიკლეს თანამშრომელი!“ მაშინვე გავიაზრე, რომ პოლიციელზე იყო თავდასხმა. მანქანები შემოდის ხმაურით, გადის ხმაურით. მე სასწრაფო არ დამინახავს, არაფერი დამინახავს, შევედი. ცოტა ხანში კიდევ ავტომატის ჯერი. სხვათაშორის, იყო სხვა იარაღიც. მე პოლიციას ჩვენება მივეცი და ვუთხარი, სხვა იარაღიც იყო.
ეს ბიჭები საიდანღაც გამოვიდნენ. ინფორმაცია იყო ეგეთი, რომ სადღაც ერთად იყო ეს ჯგუფი და გამოვიდნენ. მე ვერაფრით ვფიქრობ, რომ აი, ამ სიტუაციაში ის ოთხივე მოკლა. მე ვფიქრობ, იქიდან რომ შემორბოდა, ორ ეტაპად იყოფა ეს დანაშაული, ეს ბიჭები შეხვდნენ უბრალოდ... მე ვიქნებოდი - მე მომკლავდა, ის იქნებოდა - იმას მოკლავდა... აიღო იარაღი, წავიდა მაღაზიაში... პოლიციელი იქ არ მოკლა? იმ გოგონას ესროლა, 17 წლისას, მაღაზიის მფლობელს ესროლა. კაცის მოსაკლავად გამოვიდა, ეგრე გამოვიდა... თუ ითხოვდა ერთს მოკლავდა, რა ჯგუფურ მკვლელობას გამართავდა? ჩემს ცხოვრებაშიც კი, ძალიან ბევრი რამ მაქვს ნანახი, სიამოვნებით ამოვხედ~ვდი ამ გვერდს კალენდრიდან, ეს იყო საშინელება, - ამბობს თვითმხილველი.
შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა საგარეჯოში შუაღამეს მოხდა. ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი.
საბოლოოდ, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.