გუშინ წაუვიდა გული და ერთი კილო დაკარგა, უნდათ, რომ მოკლან - სააკაშვილის დედა პროცესების გაწელვაზე საუბრობს

20.01.23 15:28
გუშინ წაუვიდა გული და ერთი კილო დაკარგა, უნდათ, რომ მოკლან - სააკაშვილის დედა პროცესების გაწელვაზე საუბრობს

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს გუშინ ისევ წაუვიდა გული და ერთ დღეში ისევ 1 კილოგრამი დაკარგა.

ალასანია ასევე სასამართლო პროცესების გაწელვაზე საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან კლავენ მიხეილ სააკაშვილს. 

„ყველა ვართ მოწმე, თუ როგორ კლავენ ადამიანს. გუშინ წაუვიდა გული და ერთ დღეში დაკარგა ერთი კილო. ძალიან ცუდად არის, ძალიან. ეს ყველაფერი იწელება და ერთი სხდომა, ფაქტობრივად, ერთი ადამიანის დაკითხვას უნდება - ერთი 100 კაცი კიდევ ჰყავთ დასაკითხი და ყოველდღე სხდომებია. ეს რას ნიშნავს? ესე იგი უნდათ, რომ მოკლან, მე მეტი დასკვნა არ მაქვს”, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.