"მეგობარი დაინახა ძირს ეგდო, დასახმარებლად ჩავიდა და ამასაც ესროლა" - საგარეჯოში მომხდარი ტრაგედია
საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითვები გრძელდება. თითქმის 13 საათია გამომძიებლების კითხვებს თავდამსხმელის ოჯახის წევრები პასუხობენ. განყოფილებაშია საქმის "ოქროს მოწმე" 19 წლის ნიკოლოზ ათუაშვილი, რომელმაც სროლის დაწყების შემდეგ თავს გაქცევით უშველა. მასთან ერთად იმყოფება დედა და დაც.
ასევე იკითხვებიან ტრაგედიის უშუალო თვითმხილველები, მეზობლები და ისინი ვინც დაჭრილთა გამოყვანას ცდილობდა. მათ უკვე მისცეს ჩვენება და პოლიციის ტერიტორიაც დატოვეს.
"შეესწრო, ჩავიდა დასახმარებლად, ბიჭი მეგობარი იყო. დაინახა, რომ ძირს ეგდო, ჩავიდა, რომ მივეხმაროო და ამასაც გაუხსნა ცეცხლი. ის დაიღუპა, ისინი დახოცილები იყვნენ. ჩემმა დამ დამირეკა დისშვილს რომ ესეთი ამბავი მოუხდა, ტყვია მოხვდა ამასაც, ნასროლი ტყვია, რომ ჩავიდა მისახმარებლად მეგობრისა, ამასაც გაუხსნა ცეცხლი",- ამბობს ერთ-ერთ თვითმხილველის ბიძა.
მსგავსი სიახლეები
ბიზნესმენის მკვლელობის საქმე - მოკლულის ოჯახი ეჭვობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია
მოკლული მალხაზ ბოკუჩავას ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ბრალდებული მალხაზ ბაგათელია იძულების წესით სასჯელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის, გაყალბებულია.