მოწმემ ახალი დიაგნოზი დაასახელა, რაც სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია - შალვა ხაჭაპურიძე
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ,,ემპათიას" ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ, ის დიაგნოზები დაასახელა, რომელთ ნაწილი ექსპრეზიდენტის გათავისუფლების, ნაწილი კი სასჯელის გადავადების საფუძველს წარმოადგენს.
მოწმე დაიკითხა ორივე მხარის მიერ. ექსპერტმა კიდევ ერთი ახალი დიაგნოზი დაასახელა სააკაშვილის, რომელიც არის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი. ეს ნევროლოგიური დიაგნოზია. გარდა ამისა, თოიძემ დაასახელა 6 დიაგნოზი, რომელიც სასჯელის გადავადების საფუძველია.
ითქვა ისიც, რომ სააკაშვილის შემდგომი მკურნალობა საქართველოში და მით უმეტეს, პენიტენციურ სისტემაში, შეუძლებელია - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპერტ ოთარ თოიძის დაკითხვა, რომელიც 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, უკვე დასრულდა.