სიმულაციას ადგილი არ ჰქონია, ინდიფერენტულია, აპათია იყო გამოხატული - ფსიქოლოგი სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ სიმულაციას ჰქონოდა ადგილი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გარკვეულ ტესტებს/სავარჯიშოებს ასრულებდა, ფიქოლოგმა ლიანა ჩოხელმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ არავითარ სიმულაციას არ ჰქონდა ადგილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან.
"არა სიმულაციას არ ჰქონია ადგილი, ინდიფერენტულია, აპათია იყო გამოხატული. ტელევიზორიდან ვიცნობდი, ახლა რომ ვნახე დღე და ღამესავით განსხვავებული პიროვნებაა", - ამბობს ექსპერტი.
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები
ბიზნესმენის მკვლელობის საქმე - მოკლულის ოჯახი ეჭვობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია
მოკლული მალხაზ ბოკუჩავას ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ბრალდებული მალხაზ ბაგათელია იძულების წესით სასჯელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის, გაყალბებულია.