სააკაშვილს დაუზუსტებელი დემენცია აღენიშნება, რაც სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია - გიორგი ბერულავა
მესამე პრეზიდენტს დაუზუსტებელი დემენცია აღენიშნებ, რაც ჯანდაცვის მინსიტრის ბრძანების თანახმად, სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ცენტრ ,,ემპათიას" ფსიქიატრმა, გიორგი ბერულავამ, განაცხადა.
მედიკოსის ინფორმაციით, დემენციის გარდა, მიხეილ სააკაშვილს სხვა მრავალი დაავადებაც სჭირს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2 ოქტომბრიდან მოყოლებული მძიმდება.
ფსიქიატრიაში მუშაობის 28 წლიანი გამოცდილება გამაჩნია, სააკაშვილთან 12 ვიზიტი მაქვს განხორციელებული. მქონდა საშუალება, დინამიკაში გავცნობოდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტებს, ვატარებდი გარკვეულ კონსულტაციებს სხვა ფსიქიატრებთან, ვახორციელებთ მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგსაც.
რაც შეეხება სააკაშვილის ამჯამინდელ მდგომარეობას, მას დაუზუსტებელი დემენცია აღენიშნება, რაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, იმ დაავადებათა ჩამონათვალშია, რომელიც წარმოადგენს საპატიმროდან გათავისუფლების დიაგნოზს
ეს ერთადერთი დიაგნოზი არ არის. პაციენტის მდგომარეობა მძიმდებოდა 2 ოქტომბრიდან დაწყებული - განაცხადა პროცესზე გიორგი ბერულავამ.