საზარელი ღამე საგარეჯოში - ყოფილმა სამხედრომ ადგილობრივებს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო
საზარელი ღამე საგარეჯოში - ყოფილმა სამხედრომ ადგილობრივებს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო. სახლის აივანზე გასული ნოდარ ათუაშვილი, რომელიც უმისამართოდ ორი სხვადასხვა იარაღიდან ისროდა, კლავდა ყველას, ვინც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაადგილდებოდა.
დღეს მთელი ქვეყანა 5 ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობს. მათ შორის ერთი პოლიციელია. მათი დახოცვის შემდეგ, სერიულმა მკვლელმა თავი აიფეთქა.
ნოდარ ათუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების ოქროს მოწმე ყოფილი სამხედროს შვილი, ნიკოლოზ ათუაშვილია, რომელიც სროლის დროს მამასთან ერთად იმყოფებოდა და სახლიდან გაქცევა მოახერხა.
ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.
მსგავსი სიახლეები
ბიზნესმენის მკვლელობის საქმე - მოკლულის ოჯახი ეჭვობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია
მოკლული მალხაზ ბოკუჩავას ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ბრალდებული მალხაზ ბაგათელია იძულების წესით სასჯელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის, გაყალბებულია.