ვინ არის ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა? - ახალი დეტალები

20.01.23 18:54
ვინ არის ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა? - ახალი დეტალები

სერიულ მკვლელად ქცეული ჯარისაკაცი -  ვინ არის  ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა?

ირკვევა, რომ ათუაშვილი წლების განმავლობაში  თავდაცვის ძალებში ირიცხებოდა, იყო ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილეც.

თავდაცვის უწყებიდან ათუაშვილი ორი წლის წლის წინ  გაუშვეს, რის შემდეგაც დანების კეთება დაიწყო. ირკვევა, რომ  ოფიციალურად სამხედროს  სახელზე მხოლოდ ერთი, მაკაროვის ტიპის, იარაღი იყო გადაფორმებული. ამიტომ ჩნდება კითხვა, საიდან  ჰქონდა ათუაშვილს სამხედრო არსენალი, რომელიც  მოქალაქეების მოსაკლავად გუშინ ღამით  გამოიყენა.   არსებობს ვარაუდი,  რომ მამაკაცმა  საბრძოლო  მასალა  სამხედრო ნაწილებიდან წამოიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ნოდარ ათუაშვილს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ,,პირველების" მიერ  კახეთის სოფელ მანავში  ჩაწერილი ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ ყოფილი სამხედრო ოჯახს თითქმის არ ეკონტაქტებოდა, მათ შორის არც საკუთარ ძმას.

მეზობლები იხსენებენ, რომ ათუაშვილი ხშირად ძალადობდა მეუღლეზე და თუ  ვინმე პოლიციას გამოიძახებდა, მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.