მკვლელი ჯარისკაცის ჭირისუფალს მეზობლები სახლში მიცვალებულის დასვენების უფლებას არ აძლევენ

20.01.23 20:48
მკვლელი ჯარისკაცის ჭირისუფალს მეზობლები სახლში მიცვალებულის დასვენების უფლებას არ აძლევენ

საგარეჯოში უკვე 20 საათზე მეტია, ის ადგილი, სადაც სერიული მკვლელობა მოხდა, ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე რჩებიან სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლები, რადგან ამ დრომდე ელოდებიან იქ მიცვალებულების მოსვენებას. 

საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვების სერია უკვე დასრულებულია. ,,ტვ პირველის:" ინფორმაციით, ნოდარ ათუაშვილის შვილმა, საქმის 19 წლის ოქროს მოწმემ, უკვე ითანამშრომლა გამოძიებასთან და მისი დაკითხვა 15 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

,,ტვ პირველის" ინფორმაცით, იმ კორპუსის მაცხოვრებლები, სადაც სერიული მკვლელობა მოხდა, პროტესტს გამოთქვამენ და ნებას არ აძლევენ ჭირისუფალს, მკვლელის ცხედარი დაასვენონ.