22 წლის გოგოს ოპერაციისას მაკრატელი მუცლელში ჩაუტოვეს - ონკო-პაციენტის დაუჯერებელი ისტორია ფონიჭალიდან
პროფესიული დაუდევრობა თუ გულგრილობა - 21 წლის ონკო-პაციენტის დაუჯერებელი ისტორია ფონიჭალიდან.
საბინა გულახმედოვა, რომელსაც ერთ-ერთ კლინიკაში სამი თვის წინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
როგორც ოჯახი ამბობს, პაციენტის ორგანიზშმი ექიმებს სამედიცინო მაკრატელი ჩარჩათ. საოპერაციოდან ახალგაზრდა ქალი ისე გამოიყვანეს, რომ ექიმებს ეჭვი არაფერზე გასჩენიათ. ოპერაციიდან 10 დღეში ქალს გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო, კლინიკას თავიდან მიმართა, თუმცა ექოსკოპიის გადაღების მიუხედავად, საბინა გულახმედოვას მედიკოსები უმტკიცებდნენ, რომ ყველფერი რიგზე იყო.
ახალგაზრდა ქალის ოჯახი ექიმების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებს.
"ჩატარდა ოპერაცია. გვითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგშიაო, გამოუშვეს სახლში. რამდენიმე დღეში დაეწყო ტკივილები. გააკეთეს ექოსკოპია, არ ჩანს არაფერიო. მეორეჯერაც გავაკეთეტ, ეჭვი შეგვეპარა და დავინახეთ, მაკრატელის მსგავსი ნივთი, მოსაჭერი. ტკიოდა მუცელი, გული ერეოდა. ჩვენ გვეგონა, რომ ახალი ნაოპერაციები იყო და მაგის ბრალი იყო", - ამბობს ოჯახი.