საგარეჯოში გლოვაა - ეზოში, სადაც 4 მიცვალებულის ცხედარი იყო დასვენებული, ხალხს ყვავილები მიაქვს და სანთლებს ანთებენ
საგარეჯოში გლოვაა - ეზოში, სადაც 4 მიცვალებულის ცხედარი იყო დასვენებული, ხალხს ყვავილები მიაქვს და სანთლებს ანთებენ და პატივს მიაგებენ მოქალაქეებს, რომლებიც შეეწირნენ ნოდარ ათუალშვილის სროლას.
შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა საგარეჯოში გუშნ, შუაღამეს მოხდა. ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი.
საბოლოოდ, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.