ნოდარ, რა არის მკვდარი არის-მეთქი? დიახაც, მკვდარიაო - საგარეჯოს ტრაგედიის თვითმხილველი

21.01.23 11:23
ნოდარ, რა არის მკვდარი არის-მეთქი? დიახაც, მკვდარიაო - საგარეჯოს ტრაგედიის თვითმხილველი

ტრაგედია საგარეჯოში - მეზობლები გამორიცხავენ, რომ ნოდარ ათუაშვილს კონფლიქტი ჰქონდა ერთ-ერთ გარდაცვლილთან. 

ყველა საბოლოოდ ჯერდება იმ მოტივზე, რომ ათუაშვილს ჰქონდა მძიმე წარსული მისი სამხედრო გამოცდილებიდან გამომდინარე და სწორედ მის ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკავშირებენ დატრიალებულ ტრაგედიას. 

"არ ყოფილა კონფლიქტური, ზემოდან დავყურებდი აივნიდან, ვკითხე, ნოდარ, რა არის მკვდარი არის-მეთქი? დიახაც მკვდარი არისო. ამ მონეტში თვალში მომხვდა რომ ხელში ავტომატი ეჭირა. ვიფიქრე, ზემოდან რაღაცას დავცემ-მეთქი, მაგრამ რომ გადარჩენილიყო ამოვიდოდა მომიკლავდა მეუღლეს. რამ დამაფიქრა იცით, ეგ თუ ჭკუიდან გადასული იყო იარაღი რატომ არ ამომიტრიალა? თან მოაჯირზე ვიყავი აგდაკიდებული", - ამბობს მეზობელი. 

შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა საგარეჯოში გუშნ, შუაღამეს მოხდა.  ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი. 

საბოლოოდ, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.