რამდენი ვინმეც მივიდა მისახმარებლად, ყველას ესროლა. შეშინებული ბავშვები იატაკზე დავაწვინე - ათუაშვილის მეზობელი
საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას მეზობლები იხსენებენ. ადგილობრივები შოკიდან ვერ გამოდიან და დღემდე მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიან.
დაწოლილი ვიყავი აივანზე, რომ ვუყურებდი. რამდენი ვინმეც მივიდა მისახმარებლად, ყველას ესროლა. ბავშები იატაკზე დავაწვინე, შეშინებულები მყავდნენ, ხან იქით ისროდა, ხან აქეთ. სანამ აბოიმა არ დაიცლებოდა არ ჩერდებოდა. მერე შეცვლიდან, დატენიდა იარაღს. მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი, კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ჩუმად დაიპარებოდა", - ამბობს მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა საგარეჯოში გუშნ, შუაღამეს მოხდა. ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი.
საბოლოოდ, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.