მეზობლები ამბობენ, რომ ათუაშვილის ოჯახს სახლში ცხედრის დასვენების საშუალებას არ მისცემენ

21.01.23 11:38
მეზობლები ამბობენ, რომ ათუაშვილის ოჯახს სახლში ცხედრის დასვენების საშუალებას არ მისცემენ

ტრაგედიიის ადგილს საგარეჯოში საგულდაგულოდ იცავენ. ყველა კორპურის ყველა სადარბაზოსათან, ნოდარ ათუაშვილისსახელზე რეგისტირებულ ყველა სავარაუდო მისამართს საპოლიციო ძალები აკონტორლებენ. მიზეზიი ხალხის პროტესტია.

მეზობლები ამბობენ, რომ ათუაშვილის ოჯახს სახლში ცხედრის დასვენების საშუალებას არ მისცემენ. 50 წლამდე კაცის ცხედარი, რომელმაც საკუთარი მეზობლები ამოხოცა და დაჭრა, ამ დრომდე პროზექტურაში რჩება. გასაიდუმლოებულია საქმის ოქროს მოწმის, მკველი სამხედროს შვილის და ნოდარ ათუაშვილის ყოფილი ცოლის ადგილსამყოფელი. საგარეჯოშიი საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა საგარეჯოში გუშნ, შუაღამეს მოხდა.  ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი. 

საბოლოოდ, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.