ვერაფრით ვეგუები მდგომარეობას, რომელშიც ჩემი შვილი აღმოჩნდა, ძალიან ცუდადაა, ეს სიბოროტეა - ალასანია
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მესამე პრეზიდენტი დღეში საშუალოდ ერთ კილოგრამს კარგავს. ბოლო ცნობებით, სასამართლომდე რამდენიმე საათით ადრე სააკაშვილს პალატაში კიდევ ერთი გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა.
გიული ალასანია ამბობს, რომ ყველაფერი ცუდი შესაძლებელია მოხდეს, რადგან სააკაშვილს ორგანიზმში საწამლავი აქვს.
ისევ სუსტად არის, როგორც ყოველთვის, სიცხეებიც გრძელდება და ყველაფერი უბედურება, რაც სჭირს გრძელდება სამწუხაროდ. ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც ადამიანს ორგანიზმში აქვს საწამლავი, ეს ხომ ცხადია. მე ვერაფრით ვეგუები ამ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ჩემი შვილი, იმიტომ, რომ ეს წარმოუდგენელია. ეს სიბოროტეა ერთი მხრივ და უნიათობა მეორე მხრივ. მე უბრალოდ არც კი მჯერა , რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. ადამიანი, რომელმაც მთელ მსოფლიოს გააცნო საქართველო და გააცნო კარგი მხრიდან და ყველაფერი იყო საამაყო ჩვენთვის, ყველასთვის ის წლები. იმ წლებს გადაარქვეს სახელი, სისხლიანი წლები დაარქვეს. რაღაც მარაზმში ვართ", ამბობს ალასანია.