იარაღის წარმომავლობას ვიკვლევთ, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს - კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი
საგარეჯოში გამოკითხვების სერია განახლდა. შემზარავი დანაშაულის მოწმეებს პოლიციაში იბარებენ. სამართალდამცველები კითხავენ ყველას, ვისაც ნოდარ ათუაშვილთან ბოლო წლების განმავლობაში კონტაქტი ჰქონდა.
კახეთის რაიონული პლიოციის დეპარამენტის უფროსი ამბობს, რომ გამოძიება კითხავს თავდაცვის უწყების თანამშრომლებსაც, თუმცა რატომ, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.
გამოიკვეთა ერთი სავარაუდო ვერსიაც, რომელზეც ახლა გამოძიება მუშაობს. შემზარავი დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად გამომძიებლები კონფლიქტს ასახელებენ. დაპირისპირებას თვითლიკვიდირებულ სამხედროსა და მის მიერვე მოკლულ ახალგაზრდას შორის.
დაკითხულია უმარავი მოწმე, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება და მოტივთან დაკავშირებით, ყველა ვერსიაზე მუშაობს. გარკვეული ვერსიები უკვე გვაქვს. ვინც გამოვკითხეთ ყველამ ითანამშრომლა გამოძიებასთან. ჰქონდა თუ არა მოკლულებთან დაპირისპირება, მაგ ვერსიაზეც მუშაობს გამოძიება. იარაღთან დაკავშირებით დანიშნულია უმარავი ექსპერტიზა, დაგზავნილია წერილები და გამოძიება იარაღის წარმომავლობასთან დაკავშირებითაც გაგცემთ პასუხს“, - ამბობს კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი.
შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა საგარეჯოში გუშნ, შუაღამეს მოხდა. ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი.
საბოლოოდ, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.