მოწმეები კონფლიქტის ვერსიაზე საუბრობენ - საგარეჯოში გამოკითხვების სერია განახლდა

21.01.23 15:22
მოწმეები კონფლიქტის ვერსიაზე საუბრობენ - საგარეჯოში გამოკითხვების სერია განახლდა

მოწმეები, რომლებიც სამართალდამცველემბმა დღეს ხელმეორედ გამოკითხეს საგარეჯოს რაიონულ განყოფილებაში, ერთი და იგივე ვერსიას ავითარებენ. 

ორმა მოწმემ დატოვა პოლიციის განყოფილება და ორივე მათგანი კონფლიქტის ვერსიაზე საუბრობს. 

2 კაცი რომ დაიღუპა, მაშინ გამოვედი მე მისაშველებლად. მეთქი, იქნებ რამით დავეხმარო ბიჭებს-თქო, მაგრამ მეც სროლა დამიწყო და გამოვიქეცი სუპერმარკეტ იოლის მხარეს. პოლიციელიც ზუსტად მაგ დროს დაგვეღუპა. ერთი რაც ვიცი, ის არის, რომ მანამდე კონფლიქტი უძღოდა წინ. კონფლიქტი არსებობდა ათუაშვილსა და მოკლულებს შორის. ჭორის დონეზე ვიცი, რომ კონფლიქტი მოსვლიათ", - ამბობს მოწმე.  

საგარეჯოში გამოკითხვების სერია განახლდა. შემზარავი დანაშაულის მოწმეებს პოლიციაში იბარებენ. სამართალდამცველები კითხავენ ყველას, ვისაც ნოდარ ათუაშვილთან ბოლო წლების განმავლობაში კონტაქტი ჰქონდა. 

შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა საგარეჯოში გუშნ, შუაღამეს მოხდა.  ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი. 

საბოლოოდ, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.