ქალი, რომელსაც საგარეჯოში მომხდარი სროლის დროს თვალი დაუზიანდა, კლინიკიდან გაწერეს

21.01.23 17:09
ქალი, რომელსაც საგარეჯოში მომხდარი სროლის დროს თვალი დაუზიანდა, კლინიკიდან გაწერეს

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც საგარეჯოში მომხდარი ინციდენტის დროს თვალი დაუზიანდა, კლინიკიდან უკვე გაწერეს. პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მას უკვე ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა და ახლა მკურნალობას ბინაზე განაგრძობს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან მკურნალმა ექიმმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დრომდე კრიტიკული რჩება 24 წლის ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც საგარეჯოში მეზობელმა სამხედრომ დაჭრა. ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პაციენტი მკურნალობას "ჯეო ჰოსპიტალის" რეანიმაციულ ბლოკში განაგრძობს. რაც შეეხება კიდევ ორ დაჭრილს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა საგარეჯოში გუშინ, შუაღამეს მოხდა.  ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი. 

საბოლოოდ, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.