"კანონიერი ქურდის" შეკვეთილი მკვლელობა - რას ემსხვერპლა რეზო თბილისკი?! (ექსკლუზიური დეტალები)
ვინ შეუკვეთა 64 წლის ე.წ. კანონიერი ქურდის მკვლელობა თურქეთში? - "შაბათის ეთერმა" ტრაპზონში მოკლული "რეზო ტბილისკის" სამგლოვიარო პროცესიის ამსახველი კადრები მოიპოვა, რომელიც თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, საგანგებოდ ღამით შედგა.
ქართველი "კანონიერი ქურდის" ნათესავები და „ხილიანის საძმო“ სამძიმარს თამარ მეფის სახელობის ტაძარში იღებდნენ.
შაბათის ეთერის ინფორმაციით, თურქეთში დაქირავებული ქილერის მსხვერპლი ქართველი ე.წ. ავტორიტეტის გადმოსვენებაზე მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან შედგა. წყარო "ტვ პირველს" უყვება, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს ერთი მოთხოვნა ჰქონდა - შუამავალს საკუთარ თავზე უნდა აეღო ვალდებულება, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ქვეყანაში, დაკრძალვაზე არ ჩამოვიდოდნენ.
იყო თუ არა შუამავალი გოგა ხაინდრავა, კითხვამ, "ოცნებების სასაფლაოს" რეჟისორი წყობიდან გამოიყვანა. "ქართული ოცნების" იდეოლოგი „რეზო ტბილისკის“ ახლო გარემოცვის წევრია.
ქართველი კანონიერი ქურდი ჩასაფრებულმა ქილერმა ერთი სასიკვდილო და ერთიც საკონტროლო გასროლით ქალაქის ცენტრში საკუთარ ავტომობილში 15 იანვარს ჩაცხრილა.
მას შმდეგ რაც 64 წლის "კანონიერ ქურდს" საქართველო პოლიციის მოთხოვნით, იძულებით 2015 წელს დაატოვებინეს, ის თურქეთში ე.წ ქურდების კორპუსში, სხვა გავლენიან კრიმინალურ ავტპრიტეტებთან ერთად ცხოვრობდა. საბედისწერო დილას ე.წ. კრიმინალურმა ავტოტიტეტმა შენობა „მატევიჩთან“ ერთად დატოვა რამდენიმე წუთში უკან მარტო დაბრუნდა, სწორედ ამ დროს ესროლეს. გახმაურებული მკვლელობა თურქულმა მედიამ მალევე შეცდომას დაუკავშირა. ერთ-ერთი ვერსიით რეზო "თბილისკი" ქილერმა შეცდომით მოკლა და რეალურად, დაქირავებული მკვლელის სამიზნე „მატევიჩი" უნდა გამხდარიყო, თუმცა ამ ვერსიას მოკლული ქურდის ოჯახის წევრები არ იზიარებენ.
“შაბათის ეთერთან“ მცირე კომენტარში გარდაცვლილის დის შვილი ამბობს რომ ეს განზრახ მკველობა იყო.
ოფიციალური ინფორმაციით „რეზო ტბილისკის“ მოსაკლვად ბულგარეთიდან თურქეთში რუსეთის ორი მოქალაქე ნაბო და რედუან მუსტაფაევები ჩავაიდნენ, თუმცა „შაბათის ეთრის „ ინფორმაციით შესაძლოა მუსტაფაევები ქილერები არ იყვნენ.არაოფიციალური ცნობით დაკავბულები შავი სამყროს წევრებმა ამოიცნეს - ისინი ქართველ ქურდებთან ერთად სამი წლის წინ თურქეთში გამართულ ერთ - ერთ ე.წ. სხდოკაში მონაწილეობდნენ.
მამა ათანასე რეზო "ტბილისკის" ბავშვობის მეგობარი და ახლო გარემოცვის წევრია ცნობილი სასულიერო პირი ამბობს, რომ გარდაცვლილ კრიმინალურ ავტორიტეტს მტრები არ ჰყავდა და შავ სამყაროში არც დაპირისპირება ჰქონდა ვინმესთან.
მკვლელობის კიდევ ერთი ვერსია შურისძიებაა - ბოლო მონაცემებით რეზო ლორთქიფანიძეს წლების წინ კონფლიქტი გიორგი ქართველიშვილთან ჰქონდა. ე.წ. კანონიერ ქურდს "ტბილისკიმ" 2008 წელს სტატუსი შეუჩერა.
ცნობისთვის, "ტბილისკი" იმ ქართვლ "ქურდებს" შორის იყო, ვინც 2020 წელს საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივლა. ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები სალომე ზურაბიშვილს მოქალაქალაქეობის აღდგენას სასამართლოს გზით სთხოვდნენ.
64 წლის "ქურდი" დოლიძის ეკლესიიდან სასაფლაოზე გადაასვენეს და დაკრძალეს კიდეც.