სხვა ბუბა - ყველაზე ცნობილი ქართველის უცნობი ამბები
სხვა ბუბა კიკაბიძე - შაბათის ეთერმა ყველაზე ცნობილი ქართველის უცნობი ამბები შეკრიბა. ლეგენდარული არტისტის მეგობრები "ტვ პირველს" უყვებიან, რომ მამა ბუბა კიკაბიძეს არ ახსოვდა. ომში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
მთელი ცხოვრება ყველაგნ, სადაც კი ჩადიოდა ეძებდა მამას, არასდროს კარგავდა იმედეს, რომე ცხვრებაში ერთხელ მაინც სადმე გადააწყდებოა კონსტანტინე კიკაბიძეს.
ირკვევა ისიც, რომ ბუბა კიკაბიძე "ტვ პირველის" მოკლული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედის მეგობარი იყო.
თინა კახიძე ამბობს, რომ როდესაც შვილს გლოვობდა, პანაშვიდზე ბუბა სამძიმარი მიიღო, იმ კაცის, რომესაც ბავშვობაში ძერჟინსკის ქუჩის ერთი იტალიური ეზოდან იცნობდა.
შაბათის ეთერში მოუსმენთ ვახტანგ კიკაბიძის შვილს, რომელიც ამბობს, რომ ბუბა სისტემის მტერი საბჭოთა კავშირის დროს იყო.
არტისტის ვაჟი მამის ღირსეული ნაბიჯებით ამაყობს. მთელი ცხორვება ყველას ემახსორება, როგორ თქვა უარი ბუბა კიკაბიძემ, რუსულ მილიონებზე და გასტროლებზე, თქვა და გააკეთა. მოკოვის გზა აგვისტოს ომის შემდეგ საბოლოოდ დაივიწყა.
სხვა ბუბა - ნახეთ, თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟში: