რა მოხდა საგარეჯოში - ადგილობრივები შსს-ს ვერსიას აბსურდულს უწოდებენ
საგარეჯოს ტრაგედიასთან დაკავშირებით შსს-ს ვერსიას ნოდარ ათუაშვილის მეზობლები დეზინფორმაციას და აბსურდს უწოდებენ. საუბარია ვერსიაზე, რომლის თანახმადაც, ნოდარ ათაუშვილს ერთ-ერთ მოკლულთან კონფლიქტი ჰქონდა, რომელიც ნათლისღების სუფრაზე დაიწყო.
ადგილობრივების თქმით, ყოფილი სამხედრო არცერთ მეზობელთან არ კონტაქტობდა და არც რაიმე სუფრაზე იღებდა მონაწილოებას. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ კოსპუსის ეზოში ნათლისღების ღამეს სუფრა არ გაშლილა.
ადგილობრივი მოსახლეობა მოუწოდებს მოქალაქეებს და ასევე, საგამოძიებო უწყებებს, არასწორი ვერსიების გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
არანაირი სუფრა არ ყოფილა. აბსლუტურად ტყუილია... ახლა, თუ მანამდე რამე პრობლემები იყო, არ ვიცი. არანაირი სუფრა არ ყოფილა არც იქ და არც სახლში, სადაც ცხოვრობდა ჩვენი ეღთი გარდაცვლილი და არც ზევით კიდევ. ვინ გაავრცელა, რატომ გაავრცელა, არ ვიცი... ეშინოდეთ ღმერთის...ენას ძვალი რომ არ აქვს, იმიტომ გავრცელდა ალბათ, - ამბობს მეზობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება, ყველა ვერსიაზე მუშაობენ "გარკვეული ვერსიები აქვთ", თუმცა მასზე ამ დრომდე არავინ საუბრობს.
მოწმეებმა, კი რომლებმაც გუშინ გამოძიებას ჩვენება მისცეს, ჟურნალისტებთან თქვეს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ნოდარ ათუაშვილს კონფლიქტი ჰქონდა ერთ-ერთ მოკლულთან.
ისინი მოტივს ვერ ასახელებენ და არც ის იციან ვისთან ჰქონდა დაპირისპირება ყოფილ ჯარისკაცს.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედია საგარეჯოში 20 იანვარს გამთენიისას მოხდა. ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი.
საბოლოოდ, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა