"მოგკლავ საოპერაციო მაგიდაზეო" - ქუთაისში ქალი ტერორის მსხვერპლი გახდა
მუქარა ფიზიკური ანგარიშსწორებით - ქუთაისში შუახნის ქალი, სავარაუდოდ, თავისი უფროსისგან ტერორის მსხვერპლი გახდა. შპს "ბალასტის" მფლობელი გოჩა კაცაძე საკუთარი ოფისის დამლაგებელს მას შემდეგ დაემუქრა, რაც იმან დამსაქმებელი შინაური ცხოვრელის უდიერ მოპყრობაში ამხილა.
საუბარი პიტბულის ჯიშის ძაღლზე, რომელსაც კაცაძე სავარაუდოდ, სცემდა. გაუბედურებული ძაღლის ფოტო ქალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
კაცაძემ მუქარის შემცველი ტექსტები საავადმყოფოში მხყო ქალს გაუგზავნა, რომელსაც მისწერა, რომ სიცოცხლეს პირდაპირ საოპერაციო მაგიდაზე დაასრულებდა. ის ასევე, მისი შვილის მოკვლითაც ემუქრებოდა.
ქალი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.
პოსტი დავდე ნაცემ ძაღლზე, რომელიც არის მაგათი ანუ გოცა კაცაძის. გაუთვალისწინებლად აღმოვჩნდი საავადმყოფოში და ვიტხოვე, რომ ვინმე ამ ცხოველტა მოყვარული დახმარებოდა ამ ნაცემ ძაღლს. დავწერე მისამართი სადაც იყო და პატრონის სახელი და გვარი ანუ სად უნდა მოეკითხათ ეს ძაღლი. ამ პატრონმა და მისმა ხელის ბიჭმა გიორგი ვაშაკიძემ, გაიგეს ეს უკუღმა. გადმოვიდა მერე გოჩა კაცაძე პირად მუქარაზე, ლიკვიდირებას მოვახდენ შენსას საავადმყოფოში ოპერაციაზეაო. ასევე, დაემუქრა ჩემს შვილსაც, - ამბობს ქალი.
შპს "ბალასტის" წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ და ყოფილ თანამშრომელს ქურდობაშიც კი ადანაშაულებენ.