"ხალხი ფეხზეა, ცხედარს აქ არ მოვასვენებინებთო" - საგარეჯოში პოლიციაა მობილიზებული
ნოდარ ათუაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებლია, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, სად გადაასვენებენ ყოფილ სამხედროს. "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან, რომ ნოდარ ათუაშვილის გადასვენება ყოფილი ცოლის სახლში იგეგმება, რასაც საგარეჯოში აპროტესტებენ. პოლიცია სახლთან ახლაც მობილიზებულია.
ვითომ იყო საუბარი, რომ აქ უნდა გადმოსვენებინათ, მაგრამ ხალხი გამოვიდა წუხელ და „არაო“. ხალხმა დაყენა ეს საკითხი. ქალბატონი ძალიან წნეხის ქვეშ ჰყავდა, სცემდა, აწამებდა... მეზობლებს ყველას ესმოდათ, მაგრამ ისეთი პიროვნება იყო, ყველას ეშინოდა. პირადად მე არ შემხვედრია, მაგრამ აგრესიული რომ იყო ყველასთის, ეგ ვიცით. პოლიცია კიდევ გვიცავს აგერ ჩვენ, რომ არაფერი მოხდეს აქ. გამწარებული ხალხია, 5-5 ოჯახი გამწარდა. ხალხი გამწარებულია და არაფერია გამორიცხული. შოკში ვარ ყველა, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
კატეგორიულია კიდევ ერთი მეზობელი, რომელსაც 'პირველები" გაესაუბრა.
მეზობლები, კაციშვილი არავინც იცნობს, სად უნდა მოასვენონ? ვის უნდა მოუსვენონ აქ? ვინ ჰყავს? ხალხი ფეხზე დგას, აქ არ მოვასვენებინებთო, სადაც უნდა იქ წაიყვანონო, - ამბობს ადგილობრივი.
კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ნოდარ ათაუშვილის ცხედარი, შესაძლოა, სოფელ მანავში, მის ძმის საცხოვრებელ სახლში გადაასვენონ. ცხედრის იქ გადასვენებას მანავის მცხოვრებლებიც აპროტესტებენ.
ამ დრომდე უცნობია ნოდარ ათუაშილის მეუღლის და შვილის ადგილსამყოფელი. უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, მათ ადგილსამყოფელს არც პოლიცია ამხელს.