ავარია სენაკში - დაშავებულია 10 წლის ბავშვი
ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში - ავარიის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. ბავშვთან ერთად ადგილზე დედა და სხვა ბავშვიც იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. დანაშაული მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.