2000-მდე სკოლა დირექტორის გარეშე დარჩა - რას ამბობს განათლების სამინისტრო

22.01.23 14:19
2000-მდე სკოლა დირექტორის გარეშე დარჩა - რას ამბობს განათლების სამინისტრო

2000-მდე სკოლა დირექტორის გარეშე დარჩა. დროში გაწელილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ათასობით მოსწავლეს სკოლის შეცვლა უწევს, რაც დამატებით პრობლემაა. ინფორმაციას "ლელოს" წერვი ანა ნაცვლიშვილი ავრცელებს.

პრეტენზიებია დირექტორთა შერჩევის პროცესზეც.

არ ხდება ჯეროვანი და  ეფექტიანი მონიტორინგი, რომ გაარკვიონ, სად არ მიმდინარეობს ხარისხიანად და დატქმულ ვადებში სარემონტო სამუშაოები, რომ შეწყეს არასწორ კომპანიასტან კონტრაქტი. ჩემამდე მოიტანეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე სკოლაში ამ ე.წ. შეერთების გამო იმდენად გადატვირთულია სივრცე, რომ ონლაინ მიმდინარეობს სწვალების პროცესი არაოფიციალურად და ეს კიდევ რა ხარისხის განათელბას აძლევს ბავშვებს და რა ხარვეზებს წარმოშობს, რომლებსაც წლების შემდეგ ვნახავთ და გადავიხდით ამის ფასს, ეს ცალე საკიტხია. მივმართე მნისტრს კონკრეტული წინადადებით, როგორ უნდა ჩატარდეს შერჩევის პროცესი, რომ ამან არ გააჩინოს მორიგ ჯერზე საგანმანათლებლო სისტემის პოლიტიზირების და პარტიული მიზნებისთის გამოყენების შთაბეჭდილება, - ამბობს ნაცვლიშვილი. 

განათლების სამინისტრო თავის მართლების რეჟიმშია. უწყებაში ირწმუნებიან, რომ შექმნილი დისკომფორტის გამო მოსწავლეებს სწავლას დისტანციურ რეჟიმში სთავაზობენ.

დისტანციური სწავლებით კი უმყაოფილების არიან მოსწავლეების მშობლები.

ალტერნატივა ახლა რაც გვაქვს, არის ის, რომ გადავიყვანო სხვა სკოლაში, მაგრამ ორი დღე ისევ ვართ ონლაინ, არ არის სრულყოფილი განათლება ეს, იმიტომ, რომ ნახევარსაათიანი გაკვეთულები აქვთ. ვერ ჩავჯექით ვერანაირი განრიგშ, გვეუბნებიან ერთ თვეში დაიწყება სწავლა, - ამბობს ერთ0ერთი მშობელი.