ხმაური 112-თან - ექიმებს და სასწრაფოს მძღოლებს შენობაში არ უშვებენ

22.01.23 15:14
ხმაური 112-თან - ექიმებს და სასწრაფოს მძღოლებს შენობაში არ უშვებენ

ხმაური საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრში - ექიმებს და სასწრაფოს მძღოლებს კარი ჩაუკეტეს და სამსახურში არ უშვებენ. შეკრებილები ადმინისტრაციულ შენობაშ შესვლას ითხოვენ და კარზე უშედეგოდ აბრახუნებენ. 

ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება პროტესტს უკავშირდება. მედიკოსები და მძღოლები ღირსეულ ხელფასებს უკვე მე-6 დღეა ითხოვენ. ადგილზე გამოახებულია პოლიციაც, შიდა ტერიტორიას კი კერძო დაცვის წარმომადგენლები იცავენ. 

გვაქვს უწყვეტი აქცია, მე-6 დღეა დღეს. გუშნ გავათენე აქ რამე, გამოვედი 1 საათით. ვირაც გაურკვეველი ადამიანები დგანან, არ გვიშვებენ. არ გვეუბნებიან ვინ არიან, სახელებს და გვარებს არ ამბობენ, არც საბუთებს გვაჩვენებენ. იქ ჩვენი თანამშრომლები არიან, სასწრაფის ექიმები და მძღოლები შიგნით და ასეთ გაურკვეველ სიტუაციაშ ვართ... რატომ არ გვიშვებენ, ძალიან გვაინტერესებს. ახლა პოლიციასაც ველოდებით, რომ იქნებ რაღაც გარკვეული ზომები მიიღონ, რომ ჩვენი პროტესტი უზრუნველყონ, - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.  

ექიმები მოსახლეობას გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ. 

ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ, ჩვენ არ გავაჩერებთ მანქანებს, იმიტომ, რომ ჩვენ მოსახლეობის გვესმის. ჩვენ მათ ვჭირდებით და პირიქით, მოსახლეობას ვთხოვთ, რომ ჩვენ დაგვიდგნენ გვერდით. ჩვენ ვითხოვთ ღირსეულ ანაზღაურებას, - ამბობს ერთ-ერთი ექიმი.