ათუაშვილი აივნიდან მოლოტოვის კოქტეილებსაც ისროდა - ახალი დეტალები საგარეჯოს ტრაგედიაზე

22.01.23 16:26
ათუაშვილი აივნიდან მოლოტოვის კოქტეილებსაც ისროდა - ახალი დეტალები საგარეჯოს ტრაგედიაზე

ახალი დეტალები საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ - ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ ნოდარ ათუაშვილი აივნიდან მოლოტოვის კოქტეილებსაც ისროდა. კორპუსის მაცხოვრები, რომელმაც მკვლელობას სასწაულით გადაურჩა, ამბობს, რომ ათუაშილის მშვიდობიან მოქალაქეებს აივნიდან დამიზნებით თავში ესროდა.

ვარკვევდი, ვინ ისროლა და რა მოხდა ანუ არავინ იცოდა, საიდან ისროლა. მაშინ აივანზე იყო, გადმოაგდო ლურჯი პლასტმასისი ბალონს ეძახიან, სადაც ესხა თეთრი ნივთიერება, რომელიც აფეთქდა  დამაშნ ჩემმა ძმაკაცმა თქვა, რომ მემგონი, კიდევ ისვრის და დავიმალო და  მესამე თუ მეოთხე ჯერი მაშნ ისროლა. პოლიციასაც გაუხსნა ცეცხლი, მაშნ მოკვდა ის პოლიციელი  და“იოლის“ მაღაზიის თანამშრომლების დაჭრა, - ამბობს თვითმხილველი. 

გამოკითხვები საგარეჯოს პოლიციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.  

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია საგარეჯოში 20 იანვარს გამთენიისას მოხდა.  ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი. 

საბოლოოდ, ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

მსგავსი სიახლეები