"სულით-ხროცამდე გმირი იყო" - ნოდარ ათუაშვილის მიერ მოკლულ პოლიციელს 24 იანვარს დაკრძალავენ
ნოდარ ათუაშვილის მიერ მოკლულ პოლიციელს 24 იანვარს დაკრძალავენ. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გმირულად ადღუპულ ოთარ ღვინაშვილს მშობლიურ სოფელში, ცაილურში დაკრძალავენ.
ღვინაშვილი პოლიციის უფროსი ლეიტენანტი იყო. ის 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა.
დაღუპულის მეუღლე ამბობს, რომ ღვინაშვილი სულით-ხორცამდე მებრძოლი და გმირი იყო.
ნამდვილად მგმირი მეუღლე მყავდა, ხალხო. არანაირი გადაჭარბება არ არის. სულით და გულით იყო მებრძოლი. სულ უნდოდა, რომ ასე გმირულად დაღუპულიყო და მოახერხა კიდეც. არაფერი გადაჭარბებული არ არის, ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩეროთ, ყველა ამ სიტყვებს გეტყვით. გმირი იყო სისხლით, ხორცით, სულით, - ამბობს ღვინაშვილის მეუღლე.