750 ათასი ლარი თეთრი ფერის ჯიპებისთვის - ,,საქართველოს ფოსტა" ავტოპარკს აახლებს

04.05.21 15:34
750 ათასი ლარი თეთრი ფერის ჯიპებისთვის - ,,საქართველოს ფოსტა" ავტოპარკს აახლებს

ასი ათასობით ლარი ახალი ავტომობილებისთვის-,,საქართველოს ფოსტა" 10 ახალ ავტომობილს  უახლოეს პერიოდში შეიძენს. უწყებამ არჩვანი ამჯერად თეთრ ჯიპებზე შეაჩერა და  მათ შესაძენად ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი  დაიხარჯება.

ოპოზიცია ამბობს, რომ უმძიმესი სოციალური ვითარების მიუხედავად, ხელისუფლება ძვირადღირებულ  ჯიპებში უბრალოდ  ფულს ფლანგავს. ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე, აცხადებს, რომ არანაირი საჭიროება ასეთი ძვირიანი მანქანების ყიდვისა, არ არსებობს.

ამ შესყიდვების გადაუდებელი აუცილებლობა დადასტურებული არ არის, არანაირი საჭიროება არ არსებობს მათი შეძენის. ამ ამ მანქანებს ,,ოცნება" არა საქმის საკეთებლად იყენებს, არამედ ოჯახების ფუფუნებისთვის - აცხადებს საბა ბუაძე.

მსგავსი სიახლეები