სკანდალი: გამოსახლების მოლოდინში მყოფი ოჯახი მოსამართლეს მევახშესთან გარიგებაში ადანაშაულებს
რატომაა მორგებული საქართველოს კანონმდებლობა მევახშის ინტერესებს - კეკელიძის პირველ ნომერში მცხოვრები ხატიაშვილების ოჯახი და მისი უფლებადამცველები თბილისის საქალაქო სასამართლოში უვადოდ გამწესებულ მოსამართლეს, თინა ვაშაყმაძეს, მევახშესთან გარიგებაში სდებენ ბრალს.
ხატიაშვილების ოჯახი ამტკიცებს, რომ მოსამართლემ ყოფილი მესაკუთრის მონაწილეობის გარეშე განიხილა სადავო საქმე.
მარინა ხატიაშვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, ,,იპოთეკისა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის", მთავარი იურისტი, ნანო ცხადაია, ამბობს, მოსამართლე ვაშაყმაძის მიკერძოებასთან დაკავშირებით გონივრული ეჭვი არსებობს.
ქალბატონ მარინა ხატიაშვილს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მის გამოსახლებასთან დაკავშირებით სარჩელი იყო სასამართლოში შესული და დანიშნული იყო პროცესი. ამის გამო არსებობს გონივრული ეჭვი და კითხვები, რომ მოსამართლე, რომელიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებდა, იყო სქემაში ჩართული, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ გამარტივებული ფორმით წავიდეს საქმე აღსრულებაში.
მოსამართლემ გაითვალისწინა მევახშის პოზიცია და პროცესი გაუმარტივა - ამბობს ნანო ცხადაია.
დღეს თბილისში, კეკლიძის 11 ნომერში მცხოვრები ხატიაშვილებბის ოჯახის გამოსახლება იყო ჩანიშნული, თუმცა, პროცესი ჩაიშალა.