ნარკოტიკების სავარაუდო გაყიდვა კლინიკიდან - ადვოკატები გამოძიების არაეფექტურობაზე საუბრობენ
21 წლის ფეხბურთელი საქმე თავდაყირა დგება - გენერალურ პროკურატურასთან მისული ადვოკატები ამბობენ, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ნარკოტიკული საშუალებები რესპუბლიკური საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, გაიყიდა.
უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ ჟურნალში მითითებული 567 ამპულიდან, 21 წლის ფეხბურთელს მხოლოდ 531 გაუკეთდა.
აქ უნდა ჩატარდეს ეფექტური გამოძიება, რომელსაც ეს ბინძური შოთაძის პროკურატურა არ ატარებს. წელიწადი და ორი თვეა დევს მტკიცებულება, ავადმყოფობის ისტორია, რომ ადამიანს გაუკეთეს 531 ამპულა ნარკოტიკული საშუალება, ელემენტარულად ექსპერტიზა არ ჩატარდა და არ დაუსვეს ექსპერტს კითხვა, ეს გამოიწვევდა თუ არა სიკვდილს. 567 ამპულა არის აღებული ჟურნალის თანახმად და გაკეთებულია 531.ეს არის ფაქტობრივად, სავარაუდო დადასტურება იმისა, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, გაიყიდა“, - ამბობს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.
დღეს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი, რითაც დადასტურდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.
ფეხბურთელის ოჯახის წევრები ასევე კიდევ ერთ საგანგაშო ვერსიაზე საუბრობენ.
მათი თქმით, რომ სამედიცინო დოკუმენტების ჩანაწერებში არის გარკვეული უზუსტობები, რაც აჩენს ეჭვს, რომ მედიკოსები სამედიცინო დაწესებულებიდან ნარკოტიკულ საშუალებებს ჰყიდდნენ.